ყვითელი ამბები

„ქართველი კაცი კია ღირსი დაანახო მარტო და მორჩა“ - ბეგაშვილის ახალი ფოტო

შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია
Sputnik

„ქართველი კაცი კია ღირსი დაანახო მარტო და მორჩა“, - ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მოდელის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ახალ ფოტოს Instagram-ზე.

„როცა არც დასანახად გივარგა მძვინვარებს ბოღმა“, - ასე უპასუხეს ამ კომენტარის ავტორს.

ბეგაშვილის წითელ საცურაო კოსტიუმში ზურგით წევს სანაპიროზე და მადისაღმძვრელად გამოიყურება. ზოგიერთებმა ეჭვიც კი შეიტანეს იმაში, რომ ეს ნამდვილად შორენაა.

37 წლის მსახიობისა და მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად მოჭარბებული ყურადღების საგანია. მისი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა სწრაფად ხდება განხილვის საგანი და, საერთოდ, საზოგადოება მასზე საუბარს არ წყვეტს.

მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, როგორც თავად შორენა ამბობს, მისი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შორენა ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს და ჰყვება, რომ ორი სამსახურის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უწევდა.