ყვითელი ამბები

„ფულს არ ვითხოვთ...“ - ია ფარულავას დახმარება სჭირდება

ია ფარულავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს
Sputnik

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ქანდაკების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ავტორი იას მამა – ოთარ ფარულავაა. მსახიობი ამბობს, რომ ქანდაკებას რესტავრაცია სჭირდება.

„რაჭაში სოფელ მრავალძალში დგას ეს ქანდაკება რომლის ავტორია მამა ოთარ ფარულავა. ქანდაკება დაზიანებულია და ჭირდება რესტავრაცია (ფულს არ ვითხოვთ ) გვჭირდება სპეციალისტი. მოქანდაკეებო დაგვეხმარეთ. მასალა არ ვიცით”, – წერს ფარულავა “ფეისბუქის” გვერდზე.

ია ფარულავას მამა, ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი ოთარ ფარულავა 2003 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 1981 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება ჰქონდა მიღებული.