ყვითელი ამბები

„ვის გავს ეს გოგო? ნამდვილი ფერიაა!“ - ეკა ხოფერიას უფროსი ქალიშვილი გასაოცრად გამოიყურება

უმშვენიერესი ტელეწამყვანის ეკა ხოფერიას ქალიშვილი 20 წლისაა. გოგონას მიმზიდველი გარეგნობა ბევრს მოსწონს და კომპლიმენტებს არ იშურებენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება  ჟურნალისტის ქალიშვილი...
Sputnik

ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს და ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელს ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. უფროსი გოგონა- ანანო ლევიძე და ორი ვაჟი, რომლებსაც ეკა, გვარიდან გამომდინარე ხუჯიკებს ეძახის.

ეკა ხოფერიას ანანო პირველი ქმრისგან - გიორგი ლევიძისგან ჰყავს, ხოლო ბიჭები ექიმ მიშა ხუჯაძისგან. ეკა ხოფერია სამჯერ იყო დაოჯახებული. მიუხედავად ამისა, ცხოვრების მეგზური და სიყვარული მიშას სახით იპოვა. სულ ცოტა ხნის წინ, წყვილმა თანაცხოვრების ტკბილი 12 წელი ცნობილი ქართველების და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.

ლამაზმა ანანო ლევიძემ სკოლა 2017 წელს დაამთავრა. ბანკეტზე ჰაეროვანი ვარდისფერი კაბა ემოსა და დედასთან ერთად მოხდენილად პოზირებდა. სავარაუდოდ გოგონამ საზღვარგარეთ, კერძოდ ესპანეთში ჩააბარა.

ეკა ხოფერიამ, გოგონას 21-ე დაბადების დღე Instagram- ზე მიულოცა და ფოტოს წარწერა „გოგონა ბარსელონადან“ დაურთო. მართალია, ეკა შვილების ასაკი, დაბადების თარიღი და კლასები ეშლება, მაგრამ შეცდომა მალევე გამოასწორა. აღმოჩნდა, რომ ანანო 20 წლისაა.

დახვეწილ ანანოს და მის ძმებს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი ეკას ჟურნალისთვის ერთად პოზირებენ. სხვადასხვა ღონისძიებებზე და-ძმებთან აქტიურად ჩნდება და გარშემო ყველას ყურადღებას იქცევენ.

ბევრი ანანოს ეკა ხოფერიას ამსგავსებს. გარეგნული მსგავსების გარდა, როგორც ჩანს ქალიშვილი დედას ჯურნალ „სითის“ განვითარებაშიც ეხმარება და რამდენიმე პროექტში ჩაერთო.