ვინ არის კაცი, რომელიც ზღვაში ძაღლის გადარჩენისას დაიხრჩო - ფოტო

ქობულეთში დაღუპულ კაცზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში, რამდენიმე დღის წინ ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი ტალღების გამო, უკან გამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სოციალურ ქსელში ავთანდილ ცხვედიანის ფოტო ვრცელდება.

„გმირი ადამიანი, ავთანდილ ცხვედიანი რომელიც გუშინ ძაღლის გადარჩენის მცდელობის დროს ზღვაში დაიღუპა. ვიცნობდეთ ამ საოცარ პიროვნებას“, - წერს ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი სოციალურ ქსელში.

ქობულეთის 52 წლის მცხოვრები ზღვაში 5 აგვისტოს დაიხრჩო. მაშველებმა მისი ძებნა მას მერე დაიწყეს, რაც მისი ტანსაცმელი პლაჟზე იპოვეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.