ნორჩი ქართველი ტალანტი კარნეგი-ჰოლში იმღერებს

ალექსანდრე ზაზარაშვილმა გაიმარჯვა პროექტში „მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი-ჰოლისკენ“, რომლის ავტორიც დავით ღვინიანიძე და ფონდი „მსოფლიოს ტალანტები“ გახლავთ.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. უკრაინის მუსიკალურ ტელეშოუში გამარჯვებულ ალექსანდრე ზაზარაშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში, კარნეგი-ჰოლში ელოდებიან.

ზაზარაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართველი ბარიტონის, დავით ღვინიანიძის კონცერტში, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება.

ალექსანდრე ზაზარაშვილმა გაიმარჯვა პროექტში „მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი-ჰოლისკენ“, რომლის ავტორიც დავით ღვინიანიძე და ფონდი „მსოფლიოს ტალანტები“ გახლავთ.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს, წარმოაჩინონ თავი საერთაშორისო არენაზე.

„მალე!!! სულმოუთქმელად ველოდები! დიდებული კონცერტი კარნეგი-ჰოლში!!! ალექსანდრე ზაზარაშვილი, უკრაინული „ვოისისა“ და პროექტ „მსოფლიო ტალანტების“ გამარჯვებული საქართველოში, ამ კონცერტზე გამოვა“, — დაწერა ღვინიანიძემ „ფეისბუქზე“.

უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინ ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა და ფურორი მოახდინა.