რობაქიძე: ზონალური პარკინგის არეალში მანქანის გაჩერება უფასოა მათთვის, ვინც...

„Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან უთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზე ისაუბრა
Sputnik

„შერჩეული არის შვიდი ლოკაცია, სულ არის 55 ავტომობილის საპარკინგე ადგილი. ელექტრომობილებისთვის გაჩერება უფასოა. გარდა ამისა სპეციალურად გამოყოფილია ადგილი შშმ პირებისთვის, რომლებისთვისაც უფასოა და ასევე ტაქსებისთვის. იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება ზონალური პარკინგის არეალში, შეუძლიათ ორი მანქანის გაჩერება უფასოდ“ - აღნიშნა თამაზ რობაქიძემ.

რობაქიძის განმარტებით, პარკირებით სარგებლობა მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელსაც ზონალური პარკირების სახელით გადმოწერთ თქვენს მობილურ ტელეფონებში.