მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო შუქნიშნები - ფოტოების ნაკრები, რომელიც გაგაოცებთ

Sputnik

შუქნიშანი ყველასთვის ნაცნობი ნივთია. ეს საგანი, საჭიროს გარდა, შესაძლოა სახალისოც იყოს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო შუქნიშნები

შუქნიშნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1914 წლის 5 აგვისტოს დაიწყო. ზუსტად მაშინ ქალაქ კლივლენდში პირველი შუქნიშანი გამოჩნდა. მასზე მხოლოდ ორი ფერი იყო - წითელი და მწვანე. შუქნიშანი დიდი ზომის იყო და სიახლოვეს ჯიხურში მჯდარი პოლიციელი მართავდა. როდესაც ის ფერებს ცვლიდა, შუქნიშანი ხმოვან სიგნალს გამოსცემდა.

საგზაო მოძრაობის ელექტრონული მარეგულირებელი მსოფლიოს უკვე საუკუნეზე მეტია ემსახურება. სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენება უჩვეულო შუქნიშნები - ისინი ტურისტების ყურადღებას იპყრობენ და ფოტოგრაფების გადაღების ობიექტებადაც იქცევიან.

 

1 / 12
შუქნიშანი ელვის პრესლის სილუეტებით, გერმანია, ბად ნაუჰაიმი
2 / 12
უნიკალური შუქნიშანი ტაილანდის პროვინცია კრაბიში
3 / 12
გულის ფორმის სანათი ვალენტინობი დღის აღსანიშნავად
4 / 12
პროექტი „შუქნიშანი ფეხქვეშ“ მოსკოვში
5 / 12
შუქნიშანი ჯარისკაცის გამოსახულებით, დანია
6 / 12
შუქნიშნის ხე ლონდონში
7 / 12
შუქნიშანი სიმბოლიკით „მე შენ მიყვარხარ“, გერმანია, დორტმუნდი
8 / 12
დახატული სმაილი შუქნიშანზე, პარიზი
9 / 12
ჩეხი მხატვრის, Roman Týc-ის ნახატი შუქნიშანზე, პრაღა
10 / 12
შუქნიშანზე დახატული მყვირალა ადამიანი მემორიალთან, რომელიც ასუნსიონის სუპერმარკეტში ხანძრის შედეგად 374 დაღუპულს მიეძღვნა, პარაგვაი
11 / 12
შუქნიშანი Mainzelmännchen გერმანიაში
12 / 12
მწვანე ადამიანი შუქნიშანზე, გერმანია