„ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თუმცა, ყველა ეტაპი საინტერესო იყო, ბევრი სირთულე, ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი. ყოველთვის დამტკიცება სჭირდება ადამიანს რაღაცის. წარმატება არ არის შენი კუთვნილი. წარმატებას ქირაობ და ქირა უნდა გადაიხადო ყოველ დღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ თამაშზე. თუ არ გადაიხდი, წარმატებაც წავა შესაბამისად“, -ამბობს ფაჩულია.
კალათბურთელის თქმით, აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი და ამ მიზნისკენ უნდა იაროს პატარ-პატარა ნაბიჯებით.