მსოფლიო დღეს

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმისას 15 ადამიანი დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციაში სროლა არ წყდება
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ექს-პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის მხარდამჭერები მისი სახლის ტერიტორიაზე იჭრებიან, იუწყება ადგილიდან „Sputnik-ყაზახეთი“.

კორესპონდენტის ინფორმაციით, ახლაც ისმის სროლა, ატამბაევის მომხრეები ღობეს ანგრევენ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის სახლის ტერიტორიაზე ხანძარია: იწვის რეზიდენციის ირგვლივ მიმოფანტული საბურავები.

სოფელ კოი-ტაშში ალმაზბეკ ატამბაევის სახლისკენ სასწრაფო დახმარების რვა ბრიგადა მიემართება.

ბოლო მონაცემებით, 15 დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ატამბაევის რეზიდენციის შტურმი ოთხშაბათ საღამოს დაიწყო. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება სცადეს, მაგრამ მისმა მხარდამჭერებმა აქტიური წინააღმდეგობა გაწიეს.

დეპუტატმა კარამუშკინამ განაცხადა, რომ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის დაკავება არ მომხდარა.

ადგილიდან ონლაინ-რეპორტაჟის ნახვა შესაძლებელია აქ.