სანდრო გეგეჭკორი შუბერტის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა

ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იტალიისა და საფრანგეთის სხვადასხვა ფესტივალებზე მიიწვიეს
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი იტალიაში საერთაშორისო მუსიკალური კონკურს Brescia Classica International Competition–ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა და ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა, ამის შესახებ მუსიკოსმა საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა. 

ქართველი პიანისტი საფრანგეთში Yamaha-ს მიწვევით წარდგება

 „ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა  იორგენს მარტინსმა მიმიწვია საფრანგეთში კონცერტის გასამრთად, ხოლო დიდმა გუსტავ ალინკმა მიმიწვია ესპანეთში, ბარსელონაში, უფრო დიდ  და რთულ საერთაშორისო კონკურსზე ,მარიან კანალსის სახელობის. იქამდე კიდევ ბევრი კონცერტია. ვაგრძელებთ... ამჯერად გელოდებით ბათუმში 14 აგვისტოს“, – დაწერა 18 წლის პიანისტმა.

Brescia Classica International Piano Competition–ის მესამე საერთაშორისო ფესტივალი იტალიურ ქალაქ ბრეშიაში 29 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში გაიმართა. ორგანიზატორების მოწვევით ჟიურის შემადგენლობაში იყო სომეხი პიანისტი არმენ ბაბახანიანი. სულ კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 98 პიანისტი მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს, რუსეთის, იაპონიის, იტალიის, პოლონეთის, სომხეთის, ჩინეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები.