ქართველები და სომხები საფეხბურთო მოედანზე ერევანში - დაძაბული შეხვედრის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ გასვლაზე ერევნის „არარატი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1

ეს იყო უეფას ევროპის ლიგის მესამე შესარჩევი ტურის პირველი მატჩი. საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

„არარატი - საბურთალოს“ შორის გამარჯვებული პლეი-ოფში შეხვდება „დიუდელანჟი (ლუქსემბურგი) - კალიუს“ (ესტონეთი) მატჩის გამარჯვებულს.

„საბურთალო“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. კლუბმა ევროპული სადებიუტო კამპანია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ რაუნდში დაიწყო, სადაც ორი მატჩის ჯამში „შერიფი“ 4:3 ანგარიშით დაამარცხა. მეორე რაუნდში ჭიაბრიშვილის გუნდი ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა ორივე შეხვედრაში - თბილისში 0:2, გასვლაზე 0:3, თუმცა უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა განაგრძო.

 

1 / 15
ქართული და სომხური საფეხბურთო კლუბები 2019-2020 წლის ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
2 / 15
მატჩი „არარატსა“ და „საბურთალოს“ შორის 6 აგვისტოს შედგა ერევანში
3 / 15
თბილისურმა კლუბმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 2:1
4 / 15
მიუხედავად სომხური გუნდის კარგი დაცვისა, ქართველმა ფეხბურთელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს
5 / 15
თამაშში ანგარიში გახსნა „არარატმა“, თუმცა მეორე ნახევარში ალთუნაშვილმა და ყენიამ მეტოქის კარში ორი ბურთი გაიტანეს
6 / 15
მასპინძლებს შორის გამოირჩეოდა ანტონ კობიალკო
7 / 15
აღსანიშნავია, რომ „არარატი“ ძირითადად ლეგიონერებითაა დალკომპლექტებული
8 / 15
ევროპის ლიგის მესამე შესარჩევი რაუნდის მატჩი „არარატსა“ და “საბურთალოს“ შორის ტელესკანდალის ფონზე მიმდინარეობდა
9 / 15
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ ტრანსლაციის უფლებაზე შეუთანხმებლობის გამო ქართულ-სომხურ საფეხბურთო დერბის ერევანში საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით არ უჩვენებდნენ
10 / 15
საფეხბურთო კლუბი „არარატის“ ხელძღვანელობამ ჩვენების უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიგნალის ხარისხით ტელევიზიები უკმაყოფილოები იყვნენ
11 / 15
ამიტომ გულშემატკივრებს მოუწიათ ინტერნეტ მაუწყებლობას დასჯერებულიყვნენ
12 / 15
ქართველი ფეხბურთელები გამარჯვების აღნიშვნის დროს
13 / 15
სომხებს საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართველებს
14 / 15
საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება
15 / 15
„არარატი - საბურთალოს“ შორის გამარჯვებული პლეი-ოფში შეხვდება „დიუდელანჟი (ლუქსემბურგი) - კალიუს“ (ესტონეთი) მატჩის გამარჯვებულს