ყვითელი ამბები

„საუკეთესო რამ, რაც შემმთხვევია“ - მირანდა შელია საქართველოში შეყვარებულის გარეშე ისვენებს

მოდელი მირანდა, იგივე მიმი შელია ბავშვობიდან მოსკოვში ცხოვრობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში
Sputnik

ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 27 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე.ცნობილი ქართველი ფოტომოდელი მირანდა შელია, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, საქართველოში ისვენებს.

შელია Instagram-ის მომხმარებლებს დასვენების დღეების ფოტოებს უზიარებს. ამჟამად ბათუმში იმყოფება და ბოლო ფოტოც სწორედ ბათუმის დელფინარიუმიდან დადოს, სადაც დელფინს ეხუტება.

„საუკეთესო რამ, რაც შემმთხვევია“, - წერს ფოტომოდელი და სოციალური ქსელის მომმხარებლებს ემოციებს უზიარებს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, შელია საქართველოში შეყვარებულის, რუსი მუსიკოსის ვლადისლავ რამის გარეშე ჩამოვიდა.

ვლადი და მიმი რუსული შოუ-ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი წყვი­ლია. წყვი­ლი გრძნო­ბებს არც სა­ჯა­როდ მა­ლავს, ვლა­დის­ლა­ვი და მი­რან­და სო­ცი­ა­ლუ­რ ქსე­ლე­ბში ხში­რად აქვეყნებენ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს. ვლა­დის­ლავ რამი 23 წლი­საა, პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ჯგუფ­მა MBAND.

სო­ლო-­კა­რი­ე­რა კი 2016 წლი­დან და­ი­წყო. მი­რან­დასა და ვლა­დის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ორი წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.