ყვითელი ამბები

ჯესი ჯეი სასტუმრო „პარაგრაფიდან“ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

Sputnik

მომღერალი ჯესი ჯეი „ბლექ სი არენაზე“ ჩატარებული კონცერტის შემდეგ, შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

Instagram-ზე მომღერალმა, გუშინდელი კონცერტის სურათებიც გამოაქვეყნა.

მისი სთორებიდან კი ჩანს, რომ კონცერტის დაწყებამდე, „ბლექ სი არენასთან“ შეკრებილ ფანებს, ნომრიდან ადევნებდა თვალს.

ცნობილმა ბრიტანელმა შემსრულებელმა Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი გამართა.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა“Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.