მსოფლიო დღეს

ბიშკეკში ექს-პრეზიდენტის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა

ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენციის შტურმი ოთხშაბათ საღამოს დაიწყო
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმმა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავა, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“.

ატამბაევის რეზიდენციის შტურმი ოთხშაბათს საღამო0ს დაიწყო.

მედიის მონაცემებით, შტურმის დროს ატამბაევი სოფელ კოი-ტაშში მდებარე საკუთარ სახლში იმყოფებოდა. რეზიდენციაში სპეცნაზის მისვლის შემდეგ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დაცვამ გაიყვანა.

რეიდის შედეგად ადგილზე სულ მცირე ათი ადამიანი დაიჭრა. ცნობილია, რომ ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მორიგეობს.

აღსანიშნავია, რომ ატამბაევის სახლთან მისი 300-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა. ადამიანები ბარიკადების აღმართვას ცდილობენ. ამჟამად ატამბაევის რეზიდენციისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია.