ყვითელი ამბები

„მინდა მარად ვეხუტო, ვეფერო და ვკოცნო“- ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ცნობილი საოპერო მომღერალი და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე სამი წლის წინ დაქორწინდნენ
Sputnik

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს. მომღერალი წერს, რომ ის ყველაზე საოცარი ადამიანია ამ სამყაროში, რომელმაც ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ქალად აქცია.

„უბრალოდ მინდა მარად ვუყურო, ვეხუტო, ვეფერო და ვკოცნო! დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრებავ! ჩემთვის ცხოვრების ყველაზე შეუფასებელი და საოცარი საჩუქარი ხარ! მიყვარხარ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე“, - წერს რაჭველიშვილი.

ცნობილი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი 3 წლის წინ გათხოვდა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონია, რომელზეც მთელი ქართული ელიტა იყო მიწვეული, მარიამობა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართა.

ანიტას რჩეული — ოთარ მაისურაძე ასევე მომღერალი და მუსიკოსი, ქართული ანსამბლ „მძლევარის“ წევრია. ის წარსულში მორაგბე იყო.

ახალგაზრდებმა ერთმანეთი წელს, ზამთარში გაიცნეს. თავისი სასიყვარულო ურთიერთობისა და ნიშნობის შესახებ წყვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა.

ოთარ მაისურაძემ ანიტას ხელი რომანტიკულ გარემოში — ტბაზე ნავით სეირნობისას ანიტას დაბადების დღეს, 28 ივნისს სთხოვა.