ნაცვლიშვილი: ჯულია რობერტსს საქართველო გავაცანი

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ის და მსახიობი ჯულია რობერტსი ერთ რეკლამაში გადაიღეს.
Sputnik

„გადაღება გვქონდა ვერონაში, გადავიღეთ „კალცედონიის“ რეკლამა, სადაც ჯულია რობერტსთან ერთად მომიწია თამაში. მე ვიყავი ასისტენტის როლში მაღაზიაში, სადაც შემოდის ჯულია. სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ კარგად გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ გავაცანი ჩემი თავი, საქართველოც გავაცანი.  სხვათა შორის, არ იცოდა, როდესაც ვუთხარი Georgia, ეგონა შტატი“, -ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის, „კალცედონიას“  რეკლამაში  მაისში გადაიღეს. ვიდეო-რგოლი საფრანგეთში ივნისის ბოლოს გამოვიდა.