ყვითელი ამბები

სტეფანე მღებრიშვილის სექსუალურმა კუნთებმა თაყვანისმცემლები გააოცა - ფოტოები

მომღერალმა სტეფანემ Instagram- ზე ვნებათაღელვა გამოიწვია.  მუცლის პრესმა და გამოკვეთილმა კუნთებმა მომხმარებლები დააინტერესა. შემსრულებელმა მათ კითხვებს უპასუხა და რეკომენდაციებიც გაუწია
Sputnik

40 წლის ქართველი მომღერალი ერთი შეხედვით განსხვავებული ტანით არ გამოირჩევა. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... აღმოჩნდა, რომ მომღერალი სპორტით წლებია დაკავებულია და მეგობრებს გამოცდილებას უზიარებს.

5 დღის წინ, სტეფანემ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ნავარჯიშები ტანი კარგად ჩანს. ამით, ფანების გაოცება და დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოქვეყნებულმა ფოტომ რამდენიმე საათში ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ბევრისთვის კი, სტეფანეს კუნთები სიურპრიზი აღმოჩნდა. მომღერალმა გადაღებულ სელფს წარწერა დაურთო: „-1,5 კილოგრამი კონცერტის შემდეგ...“

როგორც ჩანს, ცეცხლოვანი და ენერგიული კონცერტის შემდეგ, სტეფანე მეგობრებთან გართობის ნაცვლად, სავარჯიშოდ მიიჩქარის. სტეფანეს ფოტოს, უამრავი პოზიტიური  გამოხმაურება მოჰყვა. „რამდენხნიანი ვარჯიშის შედეგია?“ - ბლოგერი გურამ შეროზია ეკითხება მომღერალს. რაზეც სტეფანემ უპასუხა: „ასე მგონია, უკვე მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ... 2013 წლიდან სისტემატიურად“.