ყვითელი ამბები

„როგორი გამაღიზიანებელი ხარ!“- ქრისტინე იმედაძე სექსუალურ საცურაო კოსტიუმში გააკრიტიკეს

მომღერალი, ტელეწამყვანი და ტანმოვარჯიშე ქრისტინე იმედაძე  სოციალურ ქსელში უცნობმა ადამიანებმა გააკრიტიკეს. საინტერესოა, რატომ გამოიწვია ქრისტინე იმედაძემ კომენტარებში ხმაური...
Sputnik

ბოლო დროს 35 წლის ტელეწამყვანის შესაშური ფორმები ბევრისთვის ნერვების მომშლელი და გამაღიზიანებელი გახდა. ქრისტინე იმედაძემ საკუთარი თავი ახალ ამპლუაში აღმოაჩინა.

მან ქალის სამოსის დიზაინერობა შეითავსა. დააფუძნა  ტანსაცმლის ახალი, დახვეწილი ონლაინ ბრენდი samistudios, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიის სახე და მოდელიც თავადაა.

ამიტომ, ქრისტინეს სხვადასხვა  ტანისსამოსის მორგება საკუთარ ტანზე უწევს. ფერად საცურაო კოსტიუმებში, ჰაეროვან კაბებსა და მოხდენილ კომბინეზონებში არაერთხელ მოუწია პოზირება.

მომღერალი რუჯს, ცეცხლოვან ტანსა და საცურაო კოსტიუმს მოხდენილად აჩენს. გარდა იმისა, რომ ტელეწამყვანი ბავშვობიდან ბალეტითა და ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მისი ტანის იდეალურობა გენეტიკამაც განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, ატვირთულ ფოტოებზე ნეგატიური კომენტარებიც შეინშნება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რამდენიმე ფოტოზე ქრისტინეს დაუკომენტარა- „როგორი გამაღიზიანებელი ხარ“, „ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც მაღიზიანებს!“

მიუხედავად Instagram- ის გამომწერების აგრესიულობისა, ქრისტინემ პოზიტივი და ბედნიერი ზაფხული ყველას უსურვა.