პატარა ქართველმა მევიოლინემ ბუდაპეშტის ფესტივალზე ფურორი მოახდინა

ნორჩი ქართველი მუსიკოსი უნგრეთში პრესტიჟული ფესტივალის გამარჯვებულია
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე მარიამ ობოლაშვილი ბუდაპეშტში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

ქართველი პიანისტი საფრანგეთში Yamaha-ს მიწვევით წარდგება >>

კონკურსზე, რომელიც ლისტის მუსიკალური აკადემიის შენობაში გაიმართა, 15 წლის მარიამმა 13-15 წლის ასაკის კატეგორიაში გაიმარჯვა. ჟიურის თავმჯდომარე იყო ცნობილი მევიოლინე და პედაგოგი ისრაელიდან შლომო მინცი.

მევიოლინეების კონკურსი ბუდაპეშტში უნგრელი მევიოლინის, ილონა ფეხერის სახელს ატარებს, რომელიც უნგრული ვიოლინოს სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მან აღზარდა ისეთი ცნობილი მევიოლინეები, როგორიც არიან შმუელ აშკენაზი, იცჰაკ პერლმანი, შლომო მინცი.

პატარა ქართველმა მევიოლინემ ბუდაპეშტის ფესტივალზე ფურორი მოახდინა

მუსიკალურ კონკურსებში საერთაშორისო წარმატება მარიამ ობოლაშვილმა 8 წლის ასაკიდან მოიპოვა, როდესაც თბილისის კონსერვატორიის მეორე კლასის მოსწავლემ ვილნიუსის კონკურსზე გაიმარჯვა. იმ დროიდან მარიამი არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული.