ხმაურიანი და სკანდალური ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ყურადღების მიქცევას არ წყვეტს. მის გარშემო ატეხილ ჭორებს მშვიდად პასუხობს, მორიგ შეყვარებულ კი, საზოგადოებას ფრთხილად აჩვენებს.
თაყვანისმცემლების ყურადღება ისევ მის გარშემოა მოქცეული. ამჯერად, კესარიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ Instagram- სა და Facebook- ზე ახალ პარტნიორთან ერთად ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე კესო და სავარაუდო ახალი რჩეული არიან აღბეჭდილნი და ბათუმის ერთ-ერთ კლუბში კოქტეილებით და ერთმანეთით ტკბებიან. რა თქმა უნდა, კესარიამ მამაკაცის სახე სმაილით დაფარა, მაგრამ დაკუნთული ტორსი და პარტნიორის სიმაღლე კარგად ჩანს.
კესარიამ, სულ რამდენიმე ხნის წინ 4-წლიანი ურთიერთობა დაანგრია. ყოფილი წყვილი ერთად 3 წელი ცხოვრობდა. კესარიას თქმით, დაშორების მიზეზი ის არის, რომ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეს. ამჟამად, კესო სწორედ ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.