„იმედის კლინიკასთან" დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა - 9 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მჯდომარეობა კრიტიკულად მძიმეა
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისში, „იმედის კლინიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულე ქალსა და ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება Netgazeti.

ტრაგედია თუშეთში: ავარიას სავარაუდოდ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა დიდ დიღომში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ცხრა წლის ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი იაშვილის კლინიკიდან კრიტიკული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ბავშვის დედას, იგი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა") მიმდინარეობს, რაც აღმკვეთი ღონისძიების სახით ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.