86 წლის გურგენა პაპას შვილიშვილმა პირველად ანახა ზღვა - ემოციური ფოტოები

სოციალურ ქსელში პოპულარული ხდება შვილიშვილისა და პაპის საოცარი ისტორია
Sputnik

ფოტოგრაფმა, ზაქარია ჭელიძემ სოციალურ ქსელში საოცარი ფოტოები და ემოციური ამბავი გამოაქვეყნა, რომელიც 86 წლის გურგენა პაპაზე მოგვითხრობს. მას შვილიშვილმა სურვილი აუსრულა და ზღვა ანახა.

როგორც ფოტოგრაფი წერს, 86 წლის გურგენ პაპა თურმე მთელი ცხოვრება მუშაობდა და ზღვის სანახავად ვერ მოიცალა.

„მაგარი შვილიშვილი ყავს დავით ზურაბიშვილი. დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა. მადლობა რომ ეს ემოცია გამიზიარე დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები. აბა დავფიქრდეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები. მიყვარხარ დავით ამ საქციელისთვის“, - წერს ფოტოგრაფი.