დეკანოიძე: ეს ფესტივალი მსოფლიოს საქართველოს უნიკალურობას უჩვენებდა

„Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის GR Fest-ის დამფუძნებელი გიორგი დეკანოიძე საუბრობს ფესტივალზე, რომელიც პეტრას ციხეზე უნდა გამართულიყო.
Sputnik

„გვსურდა საქართველოში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან გაგვემართა ივენთები და გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის თუ როგორი უნიკალურია ჩვენი ქვეყანა. დაგეგმილი იყო პეტრას ციხის კედლების ამონათება, გაფორმდებოდა ჩირაღდნებით და რამდენიმე ჯაჭვის აბჯარში გამოწყობილი ადამიანით რომლებიც გადმოდგებოდნენ კედელზე და ააფრიალებდნენ საქართველოს დროშას. თუმცა, ალბათ ნახეთ როგორი ტყუილი იკადრა სამღვდელოებამ, ვითომ ქობულეთის მოსახლეობა რომ აწერდა ხელს იმ საპროტესტო წერილს“ - აღნიშნა გიორგი დეკანოიძემ.

GR Fest-ის დამფუძნებლის განმარტებით, ქობულეთის მერიისგან ელექტრო ენერგია, წყალი და შემოღობვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი და ამის გამო შესაძლოა ფესტივალი ჩაიშალოს.