ჟორჟოლიანი: ეს შეცვლის მმართველობის სისტემას საქართველოში

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საარჩევნო კანონმდებლობაში უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე საუბრობს.
Sputnik

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული, მე ვიტყოდი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც შეცვლის მმართველობის სისტემას საქართველოში. ეს შეცვლის მმართველობის სისტემას, ეს აღარ იქნება უპირობო მმართველობა, როდესაც რომელიღაც ერთ ჯგუფს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი პარტია უმრავლესობას ვერ მიიღებს, მაგრამ რომც მიიღოს,  იმ წესით, რა წესითაც აქამდე იმართებოდა საქართველო, ის ვეღარ მართავს“, -ამბობს ჟორჟოლიანი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები  პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამასთან, დაწესდება ნულოვანი ბარიერი,  რაც ბევრ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.