მსოფლიო დღეს

გერმანიის პოლიციამ ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავა

საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები სასჯელს ქურდობა-ყაჩაღობისთვის იხდიდნენ.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი მსჯავრდებული, რომელიც კვირას გერმანიის ციხიდან გაიქცა, დააკავეს, იუწყება გერმანული გამოცემა Merkur-ი.

გერმანიის ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა: ერთ-ერთი ქართველია

გერმანული მედიის ცნობით, მემინგემის ციხის ეზოში ყოველდღიური სეირნობის დროს მსჯავრდებულებმა - 37 წლის ვაჟა ბურჯანაძემ და 36 წლის თურქეთის მოქალაქე გიოკხან გიუნბეიუმ ღობეზე გადაძრომა მოახერხეს, რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაიქცნენ და მიიმალნენ.

ბურჯანაძე ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, იგი ამ დრომდე ძებნაშია.

გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

გერმანული მედიის ცნობით, ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. ის, რომ ბურჯანაძე დაკავებული იყო, მათ მედიიდან გაიგეს. ბურჯანაძე გერმანიიდან 25 დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა.