„არარატ-არმენია“ და „საბურთალო“: სად ვუყუროთ ფეხბურთის მატჩს

მატჩს არ აჩვენებენ ერევნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაგრამ ქართველებისა და სომხების დაპირისპირების ნახვა შეგიძლიათ კლუბ „არარატ-არმენიას“ Youtube-არხზე
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ევროპა ლიგას მესამე შესარჩევი რაუნდის მატჩი ერევნის „არარატ-არმენიას“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის სატელევიზიო სკანდალის ფონზე ტარდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

თამაშამდე ერთი დღით გაირკვა, რომ ტელეტრანსლაციის უფლების მფლობელთან (გერმანული კომპანია) შეუთანხმებლობის გამო ქართულ საფეხბურთო დერბის ერევანში საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ აჩვენებენ.

„საბურთალო“- „არარატ-არმენიას“ თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია არ იქნება

„არარატ-არმენიას“ ხელმძღვანელობამ „გამოსახულების“ უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიგნალის ხარისხი ტელევიზიის სპეციალისტებს არ აკმაყოფილებს და ამიტომ ქომაგები ინტერნეტ-ტრანსლაციას უნდა დასჯერდნენ.

მატჩის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელია.