ყვარელში მიწისძვრა მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ყვარელში 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მიწისძვრისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები 10:55 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება