ანდრეი სტენინის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

 

ანდრეი სტენინმა სამხედრო ფოტოკორესპონდენტის პროფესია აირჩია, რათა აღებეჭდა, როგორ აისახება ადამიანთა ბედზე ისტორიული მოვლენები. ის ზუსტად გრძნობდა ხალხის ემოციებს და მათ საკუთარ ნამუშევრებში გადმოგვცემდა. სტენინი არ იღებდა რაც შეიძლება მეტი კადრს, ის ყველაზე მნიშვნელოვანის აღბეჭდვას ცდილობდა. ფოტოგრაფის ოსტატობა დაუფასებელი არ დარჩენილა: ის ორჯერ გახდა „ვერცხლის კამერის“ ჯილდოს ლაურეატი, იყო საერთაშორისო კონკურსის Picture of the Year International პრიზიორი, მისი ფოტოები საკუთარ პუბლიკაციებში გამოყენებული აქვს მსოფლიოს უმხსვილეს საინფორმაციო სააგენტოებს.

ავტომობილი რენო ლოგანი, რომლითაც ის დონეცკის ოქლის ქალაქ სნეჟნოესკენ მიემართებოდა ორ კოლეგასთან და ორ ამბოხებულთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლში მოყვა. ხუთივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. დამწვარი ავტომობილი რუსმა ჟურნალისტებმა 22 აგვისტოს აღმოაჩინეს.

ამ 16 დღის განმავლობაში ანდრეი სტენინს მთელი ქვეყანა ეძებდა. უკრაინის ხელისუფლება ხან აცხადებდა, რომ სტენინი დაკავებული იყო „ტერორისტებთან თანამშრომლობის“ გამო, ხან კი ამტკიცებდნენ, რომ მის შესახებ არაფერი სმენოდათ. როდესაც სიმართლე გაირკვა, ამაზე პასუხი არავის უგია.

ანდრეი სტენინი იღებდა საგანგებო შემთხვევებს, მასობრივ არეულობებს, სამხედრო კონფლიქტებს. ის პლანეტის ყველა ცხელ წერტილში იმყოფებოდა. მუშაობდა სირიაში, ღაზას სექტორში, ეგვიპტეში, ლიბიაში. მის კადრებს მსოფლიოს უდიდესი საინფორმაციო სააგენტოები იყენებდნენ.

1 / 15
უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები გრუშევსკის ქუჩაზე კიევში
2 / 15
უკრაინელი სამხედრო თეთრი დროშით ცხედრების გადაცემის დროს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დონეცკის ოლქში სოფელ დიბრივისთან ახლოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე
3 / 15
ბენგაზის მკვიდრები წვავენ მუამარ კადაფის პორტერტებს, პლაკატებს მისი ციტატებით და კადაფის „მწვანე წიგნს“, 2011 წელი
4 / 15
პრეზიდენტი მუჰამედ მურსის მოწინააღმდეგეები თაჰრირის მოედანზე
5 / 15
ოპოზიციის მომხრე ეგვიპტის სახელმწიფო დროშის ფერებში შეღებილი სახით
6 / 15
ნავთობის წარმოების ნარჩენების დაწვა ქალაქ ბრეგეში
7 / 15
სირიელი ჯარისკაცი ქალაქ კესაბთან მაღლობზე
8 / 15
მთავრობის არმიის ჯარისკაცები თურქეთის საზღვართან ახლოს
9 / 15
უკრაინელი მედესანტე, რომელიც ქალაქი შახტიორსკისთვის ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა
10 / 15
სირიელი ბიჭი ლიბანის ქალაქ ჰალბას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში
11 / 15
სირიელი ბედუინების საცხოვრებელი ლიბანის ჩრდილოეთში სირიის საზღვართან
12 / 15
სპეცრაზმის რეიდი უზბეკების საცხოვრებელ ადგილზე არეულობაში მონაწილეების გამოსავლენად
13 / 15
ოპოზიციის მომხრეები მთავრობის შენობასთან ყირგიზეთში, ბიშკეკი
14 / 15
მამაკაცი თაქსიმის მოედანზე მომიტინგეებისათვის ფორტეპიანოზე უკრავს, სტამბოლი
15 / 15
თურქეთის დროშა თაქსიმის მოედანზე სტამბოლში