ყვითელი ამბები

ვინ არის ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც Victoria's Secret-ის რიგებს შეუერთდა - ფოტოები

Victoria's Secret-ის მოდელების რიგებში ტრანსგენდერი მოდელი პირველად მოხვდა
Sputnik

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წელს Victoria's Secret-ის შოუ არ შედგება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა.

კერძოდ, Victoria's Secret-ის მოდელების რიგებში ტრანსგენდერი მოდელი მოხვდა. მსგავსი გადაწყვეტილება ბრენდის არსებობის მანძილზე პირველად დაფიქსირდა.

ტრანსგენდერი მოდელი, რომელსაც მომავალ შოუზე ვიხილავთ 22 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი ვალენტინა სამპაიოა.

გასულ წელს, ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი მოდელების ადგილი Victoria's Secret-ში არ იყო, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს, მათი ხედვები შეიცვალა.