ქობულეთში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

მამაკაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა და თავისი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის 52 წლის მცხოვრები ზღვაში დაიხრჩო, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი შევიდა ზღვაში თავისი ძაღლის გადასარჩენად, მაგრამ ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

სტეფანწმინდაში ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა მისი ძებნა მას მერე დაიწყეს, რაც მისი ტანსაცმელი პლაჟზე იპოვეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისათვის აჭარის სანაპიროზე შტორმი 3-4 ბალს აღწევს, აწეულია წითელი ალმები და ბანაობა აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, არ შევიდნენ ზღვაში, როდესაც წითელი ალმებია აღმართული. ბანაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც თეთრი ალმებია გამოფენილი.