მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები

ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

მაყვალი (Rubus fruticosus) — ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. იზრდება ბუჩქებად. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. მაყვლის 200-მდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია. 

ნაყოფს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემსა და სხვა ნაწარმს. 

სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ბუჩქის ფესვები.