მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალზე გიწვევთ

დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მხიარული ფესტივალი ელოდება
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკი 28 სექტემბერს პატარა თბილისელებს საბავშვო ფესტივალზე ეპატიჟება, იუწყებიან ორგანიზატორები.

GR-Fest-ის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა - სად ჩატარდება ფესტივალი

ღონისძიების სტუმრებს უამრავი გასართობი ელის. მოეწყობა სპორტული და ინტელექტუალური თამაშები. ბავშვებს გაამხიარულებენ ანიმატორები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასევე წიგნების გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს საბავშვო ლიტერატურის გაცნობის და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდაზე მეორედ ტარდება. მაშინ ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ ღონისძიება ყოველწლიური გახდებოდა.

ღონისძიების დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 11:00 საათზე.