ყვითელი ამბები

ვისთან ერთად ისვენებს ქეთა თოფურია - ფოტოები ულამაზესი სანაპიროდან

მომღერალი ქეთა თოფურია ზამთარსა და ზაფხულში პუპირატესობას ზღვის კურორტებს ანიჭებს
Sputnik

ამ ზაფხულს ქეთამ, ტრადიციისამებრ, ჯერ საქართველოში წყნეთში დაისვენა, სადაც საკუთარი სახლი აიშენა, ახლა კი იტალიის მზიან სანაპიროზე იმყოფება.

ქეთასთან ერთად ისვენებს მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანიც. მომღერალთან ერთად იმყოფებიან ასევე მისი ქართველი მეგობრებიც.

დაქალები სიცილიაზე დღის პირველ ნახევარში მზეზე ირუჯებიან, ხოლო შუადღისით ულამაზეს ადგილებს ათვალიერებენ.

ივნისში, თოფურიამ ოლივია გეიხმანის დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა. წვეულება წყნეთში გაიმართა. დაბადების დღეს ლევ გეიხმანიც ესწრებოდა, რომელთანაც მომღერალს განქორწინების მიუხედავად, მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ - 2017 წელს დაშორდნენ.

2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.

ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან, ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გუფი ცდი­ლობ­და, რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო.