GR-Fest-ის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა - სად ჩატარდება ფესტივალი

ქობულეთში დაგეგმილ ფესტივალში კლუბური მუსიკის ვარსკვლავები NEWA, ZAPA, Kavel, Yanamste, Giorgi Devadze და სხვები მიიღებენ მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ტექნო და ანდერგრაუნდის მუსიკის მოყვარულებს ელექტრონული მუსიკის რეგიონალური ფესტივალი Georgian Rave-ი (GR–Fest) 10 აგვისტოს ქობულეთში ელოდება.

თავიდან მუსიკალური ფესტივალის გამართვა ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამღვდელოების პროტესტის გამო, ფესტივალმა ლოკაცია შეიცვალა.

კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ - ბათუმი BIAFF-ს მასპინძლობს

ორგანიზატორების განცხადებით, GR–Fest-ი ქობულეთის ფიჭვნარში გაიმართება, სადაც მსურველები ხარისხიან ანდერგრაუნდ მუსიკას შავი ზღვის ფონზე მოუსმენენ.

გარდა ამისა, ფესტივალზე ცალკე გამოყოფილი იქნება საგამოფენო სივრცე, სადაც ახალგაზრდა მხატვრები სალომე გულორდავა, ლევან სამნაშვილი და გვანცა აფხაიძე 3D ფორმატში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

ფესტივალის მუსიკალურ ნაწილზე იზრუნებენ NEWA- თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც ფესტივალის პრაქტიკულად ყველა ძირითად კლუბში უკრავდა, ZAPA, ვისი მუსიკაც საკუთარ თავში ბევრ ჟანრს მოიცავს, ნიკა ყაველაშვილის სოლო-პროექტი Kavel-ი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და დიჯეი Yanamste .

მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოცდილი დიჯეი Boyd Schidt- ი, რომელიც ამ სფეროში 2000-იანი წლებიდან ჩანს, Giorgi Devadze - თავისუფალი მსახიობი და პროექტ сlime-ის ავტორი, ასევე Fabrizio Lapiana- თანამედროვე იტალიელი ტექნო არტისტი.