ჯენიფერ ლოპესის კონცერტი მოსკოვში

Sputnik

წლიდან წლამდე მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი უფრო და უფრო საინტერესოდ, გემოვნებიანად და თვალისმომჭრელად გამოიყურება

ახალი ტრენდები, ახალი როლები და სიმღერები მისი ცხოვრების ჩვეულებაა. ვნებიანი და ბრწყინვალე სცენაზე, მზრუნველი და თბილი ახლობლებთან, მომთხოვნი და წარმატებული ბიზნესში. ამერიკელი ვარსკვლავი რუსეთს ესტუმრა, ის 50 წლის ასაკშიც დიდებულ ფორმაშია.

1 / 10
ჯენიფერ ლოპესმა სულ ახლახანს აღნიშნა 50 წლის იუბილე: 24 ივლისს - ოჯახში ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, შემდეგ კი - შოუს სერიებით It's My Party
2 / 10
მოსკოვში ის მსმენელის წინაშე 4 აგვისტოს წარსდგა, ერთი კვირის შემდეგ - სანკტ-პეტერბურგში, ამ კონცერტებს შორის ინტერვალში კი გასტროლები ქონდა თურქეთში, ესპანეთსა და ეგვიპტეში
3 / 10
მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია - სწორად ასე იქცევიან ვარსკვლავებად
4 / 10
ლოპესს არაერთხელ უღარებია, რომ მისი მთავარი კონკურენტი - თავად არის. „ჩემთვის მთავარი მომღერლობა და მსახიობობა არ არის, მთავარი არის ვიყო იმდენად კარგი მომღერალი და მსახიობი, რამდენადაც მე ეს შემიძლია“, - თქვა ჯენიფერმა
5 / 10
ის დღითიდღე ცდილობს უკეთესი გახდეს, რაც შესანიშნავად გამოსდის
6 / 10
ჯენიფერ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez) რეგულარულად შედის Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების ტოპ-10-ეულში
7 / 10
1998 წელს ის გახდა პირველი ლათინოამერიკელი, რომლის ფილმში შესრულებული როლისათვის მიღებულმა ჰონორარმაც მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იყო სტივენ სპილბერგის „მხედველობის მიღმა“ (Out of sight)
8 / 10
მისი სინგლი On the floor ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ახლაც, ხოლო მისი წარმოების პარფიუმერია და ტანსაცმელი გაყიდვებს რეკორდებს ხსნის
9 / 10
ჟურნალ Billboard-ს ლოპესი შეყავს 2000-იანი წლების ტოპ-30 მომღერალს შორის, Time-ის აზრით ის 25-დან ერთერთი ყველაზე გავლენიანი ესპანურენოვანი ამერიკელია, ხოლო Forbes ჯენიფერის შესახებ წერს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სელებრითია მსოფლიოში
10 / 10
ლათინოამერიკელი გოგონასთვის კრიმინალური ბრონქსიდან ამერიკულ ოცნებამდე განვლილი გზა ნამდვილი გამარჯვებაა