ტრაგედია ტეხასში: სპეცოპერაციის კადრები შეიარაღებული თავდასხმის ადგილიდან

Sputnik

ტეხასში შეიარაღებულ თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.იხილეთ  სპეცოპერაციის კადრები Sputnik−ის ფოტოლენტაში. 

ტეხასის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-პასოში მდებარე სუპერმარკეტ Walmart−ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 20 და დაიჭრა 26 ადამიანი. 

შტატის გუბერნატორ გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია 21 წუთს გაგრძელდა. ამასთან, პოლიციას მამაკაცის დასაკავებლად იარაღის გამოყენება არ დასჭირვებია. 

აღნიშნული სუპერმარკეტი ამერიკა−მექსიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. მისი კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს მექსიკელები შეადგენენ, რომლებიც ელ−პასოში საყიდლებზე სპეციალურად ჩადიან. 

1 / 13
პოლიციის ინფორმაციით, სროლა სუპერმარკეტ Walmart−ში დაიწყო
2 / 13
სუპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ Cielo Vista Mall−ის მეზობლადაა განთავსებული — მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში
3 / 13
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი
4 / 13
დაჭრილი 26 კაციდან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია
5 / 13
მიუხედავად იმისა, რომ მედია თავდაპირველად რამდენიმე თავდამსხმელის შესახებ იუწყებოდა, პოლიცია მხოლოდ ერთ დაკავებულზე საუბრობს
6 / 13
გუბერნატორი გრეგ ებოტი ამბობს, რომ თავდამსხმელი 21 წუთში დააკავეს
7 / 13
სპეცოპერაციისას პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია
8 / 13
გუბერნატორის თქმით, როდესაც ხალხი გაიქცა, თავდამსხმელმა უფრო სწრაფად დაიწყო სროლა, რათა მეტი ადამიანის დაშავება მოესწრო
9 / 13
ელ−პასო ერთ−ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა აშშ−ში, თუმცა, როგორც ჩანს, მომხდარის შემდეგ ვითარება შეიცვლება
10 / 13
მიუხედავად იმისა, რომ მედია თავდაპირველად რამდენიმე თავდამსხმელის შესახებ იუწყებოდა, პოლიცია მხოლოდ ერთ დაკავებულზე საუბრობს
11 / 13
თავდამსხმელი 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსი აღმოჩნდა
12 / 13
თავდასხმამდე მან Twitter−ზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერდა ახალი ზელანდიის მეჩეთში მომხდარ ტერაქტს
13 / 13
მანიფესტში კრუზიოსი წერდა, რომ თავისი ქმედებით ქვეყანას უცხოელთა „შემოსევისგან“ იცავდა, ვინაიდან ამით აშშ−ის კულტურასა და ეკონომიკას ზიანს ადგება