გიგინეიშვილი: ცხოვრებას მაქსიმალურად უნდა მისცე ფერადოვნება და თითოეული მოვლენა დააფასო

ლევან გიგინეიშვილი ისტორიისა და ლიტერატურის მაგალითზე თავისუფლებისა და სიცოცხლის ფენომენს მიმოიხილავს.
Sputnik

„ალბერ კამიუსთან ისეა მოცემული, რომ ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს სამყარო დაუშვებელი იერარქიიზაციისგან და დააფასოს თითოეული მოვლენა მის თავისუფლებაში. მე არ ვცხოვრობ მომავლისთვის, მომავალი არ არსებობს - მომავალი მარტო სიკვდილია და სიკვდილამდე მაქსიმალურად უნდა გაამრავლო შთაბეჭდილებები, წვიმა მოდის და დავსველდი - ესეც დასაფასებელია. ქარი ასე უბერავს, ცა ღრუბლიანია - თითოეული ასეთი მომენტიც დასაფასებელია. ასეთი თავისუფალი მიდგომით მე სამყაროს ვასუნთქებ და არ ვბოჭავ რაღაც კონცეპტებით. დონ ჟუანი ისეთი გმირი, რომელიც თამაშის ყველა წესს იღებს, მან იცის, რომ ეს გადასვლები ერთი ქალიდან მეორეში ერთხელაც იქნება დასრულდება.“ - ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გამოსვლაში.

ლევან გიგინეიშვილი- ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით. შემდეგ ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.