ინდოელ ბიჭს სტომატოლოგმა 500-მდე კბილი ამოუღო - საოცარი ვიდეო

უცნაური შემთხვევა მოხდა ინდოეთში. 7 წლის ბიჭს სტომატოლოგებმა პირის ღრუდან 500-ზე მეტი კბილი ამოუღეს.
Sputnik

New Indian Express-ის ცნობით, 1 ივლისს, რავინდრანი ქალაქ ჩენაის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც მას გასიებული ქვედა ყბის მკურნალობა დაუწყეს.

„ერთ ადგილას ამდენი კბილი არასოდეს გვინახავს“, - აცხადებენ სტომატოლოგები.

რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევებისას, სტომატოლოგებმა ბიჭის პირის ღრუში გამოავლინეს „ჩანთის მსგავსი“ სტრუქტურა, რომელიც 526 კბილს შეიცავდა. ბიჭს ამჟამად 21 კბილი აქვს. 16 წლის ასაკიდან ბიჭს შესაძლოა, კბილების იმპლანტები დასჭირდეს.