პოლიციამ აჭარაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ბრალდებულები მათგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დააკავა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 1980 წელს დაბადებულ ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ.–სგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ამის ამსახველი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

„ჰეროინი", „ბუპრენორფინი", „კოკაინი": შსს-მ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.