როგორ იღვიძებს თბილისი: დილა ქალაქში - ფოტო

Sputnik

მეგაპოლისებისგან განსხვავებით, თბილისი გვიან იძინებს და გვიან იღვიძებს. სამუშაო დღეს კომპანიების უმეტესობა დილის ათ საათზე იწყებს. დილის 7 საათზე სამსახურისკენ მიმავალი ხალხის ტალღებს თბილისში ვერ შეხვდებით

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც უთენია იღვიძებს იმისათვის, რომ საკუთარი საქმეები მოაგვაროს, იმისათვის, რომ ქალაქში იყოს სისუფთავე, მაღაზიებში პური, ხალხს კი - კარგი განწყობა ჰქონდეს.

იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ იღვიძებს თბილისი.

 

1 / 15
საქართველოში ხუმრობენ, რომ ქართველები დაღლილები მოევლინენ ქვეყანას და ცხოვრობენ იმისათვის, რომ დაისვენონ
2 / 15
დედაქალაქი ნელა იღვიძებს
3 / 15
თბილისის ჩუმი დილა განსაკუთრებით მომხიბვლელია
4 / 15
თუმცა თბილისში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზის ამოსვლასთან ერთად იწყებენ დღეს
5 / 15
ერთ-ერთი პირველთაგანი „დეზერტირების“ ბაზრის მოვაჭრეები იღვიძებენ დილით
6 / 15
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ კარგი პროდუქტის შესაძენად ბაზარში დილით ადრე წასვლაა საჭირო
7 / 15
საუკეთესო ხილი და ბოსტნეული დილიდანვე იყიდება
8 / 15
ბაზართან მორიგეობენ მტვირთავები, რომლებიც მყიდველებს მძიმე ჩანთების გადატანაში ეხმარებიან
9 / 15
აქ დილიდან შეიძლება ბურახის დალევაც - „დეზერტირების“ ბაზარში ეს ყვეკაზე პოპულარული სასმელია
10 / 15
მესადგომეები დილიდანვე მზად არიან საქმიანობისათვის - მათ გარეშე მანქანის სწორად გაჩერება ხომ წარმოუდგენელია
11 / 15
დილიდან მუშაობას იწყებენ მეეზოვეებიც, რათა დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობას ხელი არ შეუშალონ
12 / 15
ოდნავ მოგვიანებით ქუჩებში უკვე შეხვდებით ოფისების თანამშრომლებს - თბილისში უკვე პოპულარულია დილაობით ყავის დალევა და ფოსტის შემოწმება პატარა რესტორნებში
13 / 15
თბილისი კონტრასტების ქალაქია
14 / 15
მცხობელები დილით ქართულ პურს აცხობენ
15 / 15
ქუჩის მუსიკოსები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა თბილისური დილისათვის. იშვიათი, თუმცა სასიამოვნო. კარგ დღეს გისურვებთ!