ყვითელი ამბები

ნინა წკრიალაშვილი და მისი ახალი რჩეული საბერძნეთში ისვენებენ – ფოტოები

ნინა წკრიალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ქალია, რომლის ირგვლივ უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება.
Sputnik

ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი და მისი ახალი რჩეული ილიას აზარი საბერძნეთში ისვენებენ. აზარმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოქვეყნა.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მომღერალი ბოლო პერიოდში ღიად ჩნდება ახალ მეგობარ მამაკაცთან, ლიბანელ ბიზნესმენთან ერთად. 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რი ამჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობს.

ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს გაიგონებთ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.

„ამჯერად აუცილებლად გაგიმართლებს!“ – ნინა წკრიალაშვილი ახალ პარტნიორთან ერთად ისვენებს >>>

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინაც გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.