საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან​ იყო
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 20:06 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მიწისძვრისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.