ყვითელი ამბები

ლოლა და გიორგი წერეთლები დაშორდნენ – გიორგის ადგილი აჩი ფურცელაძემ დაიკავა

Sputnik

ცნობილი სარესტორნო წყვილის ოჯახი დაინგრა – ლოლა და გიორგი წერეთლები დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ამას არ ადასტურებს, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ოჯახი ნამდვილად დაინგრა.

რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.

„აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობს მომღერალი.

ახლახან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგა ლოლას ახალი სიმღერის პრემიერა, რომლის ტექსტიც, აშკარაა, რომ მის ყოფილ მეუღლეს ეძღვნება.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.