ყვითელი ამბები

ლელა წურწუმიას Instagram-ი გაუტეხეს და ყველა პოსტი წაუშალეს

პოპულარულმა მომღერალმა Instagram-ის საკუთარი გვერდი რამდენიმე თვის წინ გახსნა.
Sputnik

ცნობილი ვარსკვლავების პირადი გვერდები სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტუალურია, მით უმეტეს, თანამედროვე სამყაროში, როცა ის ამა თუ იმ სელებრითისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.

მართალია, ინფლუენსერების ინსტიტუტი საქართველოში ჯერ კარგად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ცნობილი კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პროდუქციის რეკლამირება ვარსკვლავების პირად გვერდებზე მაინც მოხვდეს.

ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქტიურობით არ გამოირჩევა, უფრო მეტიც, ის ამ სოციალური ქსელით არც კი სარგებლობს, მაგრამ აქტიური გვერდი ჰქონდა „ინსტაგრამზე“.

ლელა წურწუმია „ინსტაგრამზე“ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა და, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, რეკორდულად მოკლე დროში 124 ათასზე მეტი ფოლოვერი დააგროვა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ის კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ქართველ დივას „ინსტაგრამის“ პირადი გვერდი გაუტეხეს და ყველა პოსტი წაუშალეს.