ყვითელი ამბები

„რა დაბოღმილები გიყურებენ...“ – კესარია პოდიუმზე გამოჩნდა

კესარია აბრამიძემ თავი ახალ ამპლუაში მოსინჯა.
Sputnik

პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე ექსპერიმენტებს არ უშინდება. ამჯერად კესომ თავი პოდიუმზე გამოსცადა. მან მონაწილეობა Ajdara Fashion Week-ზე მიიღო და ბევრი ადამიანის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, თუმცა, როგორც ჩანს, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც მისი შურთ.

ცოტა ხნის წინ კესარიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ღონისძიებიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უყურებენ მას. კომენტარებმაც არ დააყოვნა: „რა დაბოღმილები გიყურებენ კესო“, „რა დაბოღმილები გიყურებენ კესო, ყვითელი ლუქით რომ დგას, ხომ გადარჩა, გულის შეტევა ხომ არ დაემართა, რა ცეცხლი დაანთე კესო, დახოცე გოგოშკები“.

კესარია სოციალურ ქსელში აქტიურია, ხშირად ქალბატონებს თავის მოვლისა და ჩაცმულობის ხრიკებსა და საიდუმლოებებს უზიარებს. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ მან მაკიაჟის პროფესიონალური კურსები გაიარა და დიპლომირებული ვიზაჟისტია.


გარდა იმისა, რომ სკანდალური ცხოვრება აქვს, გამომწვევი და სექსუალური ფოტოსესიებითაც გამოირჩევა. მისმა ბოლო ფოტოგადაღებამ ათასობით მოწონება, კრიტიკა და კომპლიმენტები დაიმსახურა. ფოტოზე კი ფუმფულა ფორმებით დახვეწილად პოზირებს.