„მე და გიორგი ფოჩხუა ერთად ვემზადებოდით თეატრალური ინსტიტუტისთვის. სწორედ მაშინ დავმეგობრდით. მერე მისი შვილის ნათლია გავხდი და ეს მეგობრობა გრძელდებოდა... ერთ დღესაც გაბმულად რეკავდა ტელეფონი, ჩვენი საერთო მეგობარი მირეკავდა. ტირილი მესმის, გიორგის გვამი გამორიყა ზღვამო“, - იხსენებს ხვედელიძე.
ხვედელიძის თქმით, დღემდე არ იცის მიზეზი, რის გამო მოკლეს მისი უახლოესი მეგობარი.