თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში: თეთრიწყაროს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა>>>
გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. ყველაზე დიდი ზიანი სოფელ წინწყაროს მიადგა, სადაც დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
სტიქიამ ასევე დააზარალა სოფლები გოთეთი და მარაბდა.