ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებსა და ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სვანეთში შვეიცარიელი ტურისტები დაიკარგნენ

მომხდარის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა.

უწყების ცნობით, ადგილზე სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მივიდნენ, მათ ტურისტი გარდაცვლილი დახვდათ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მამაკაცის ცხედარი გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.