გიორგი ისაკაძე: პროდუქტების 10%-იანი გაძვირება გარდაუვალია

ეკონომიკის ანალიტიკოსი გიორგი ისაკაძე ეროვნული ვალუტის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს.
Sputnik

„ეს არის სრული დისკორდინაცია ხელისუფლების შტოებს შორის. ეროვნული ბანკი გუშინ არ გეგმავდა ამ განცხადებას, ეს არის ცალსახად პოლიტიკური. ბიზნესმენებისგან მოვისმინე ძალიან საინტერესო რამ – მინიმუმ 10%-იანი გაძვირება არის გარდაუვალი“, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

ანალიტიკოსის განმარტებით, ლარს კონკრეტულად გამოკვეთილი პატრონი არ ჰყავს, დღეს ლარი არის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თავიდან ბოლომდე მიშვებული თავისუფალ ცურვაში.