„ფრეგოს“ დამფუძნებელი დაკავებულია

ბიზნესმენი გლდანის ციხეშია გადაყვანილი, კომპანიის წილები კი ამ დროისთვის დაყადაღებულია
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

„შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი...“ - ჯამბურიას დაკავებას ცნობილები ეხმაურებიან

ტელეკომპანიის ინფორმაცით, ბიზნესმენებს საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და გლდანის ციხეში არიან გადაყვანილები. 

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი „ფრეგოს“ ოფისში იმყოფებოდა. ოფისის წარმომადგენლების თქმით, თოფჩიშვილსა და ყველაშვილს არ იცნობენ. რეესტრის მონაცემებით კი, გიორგი თოფჩიშვილი „ფრეგოს“ დამფუძნებელი ნამდვილად არის, „შპს ფრეგოს“ 100%-იანი წილების მფლობელი კი თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანია. კომპანიის წილები ამ დროისთვის დაყადაღებულია.